Saturday, April 13, 2019

ინტელის ტრენინგის რეფლექსია

ინტელის კურსის ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. დღევანდელ დღეს შევისწავლეთ მოდული 8. კერძოდ, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, პორტფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვა, პრეზენტაციის პრეზენტაცია. აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებული პრეზენტაციებით. ვფიქრობ, ქალბატონმა ლიამ გაწეული შრომის შედეგად საუცხოო შედეგები მიიღო. 
კურსის ყველა წევს ვულოცავ ინტელის კურსის დასრულებას და ვუსურვებ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას საოცრად თბილი, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის. 

Sunday, April 7, 2019

მერვე დღე

უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა მერვე დღემ. გავეცანით მეშვიდე მოდულს, კერძოდ, ფასილიტაციას. შევქმენი ფასილიტაციის დოკუმენტი. ჩემი პორტფოლიო ავტვირთე Google Drive-ში. პროექტის პორტფოლიო  გამოვაქვეყნე ბლოგზე. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლიას უდიდესი ყურადღებისათვის და გულისხმიერებისათვის.

ჩვენი სკოლის უკვდავი გმირი

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო. განვიხილეთ მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით სხვადასხვა რესურსები. გავეცანით სასწავლო პროცედურებს. 
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას.

Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავე მეხუთე მოდულზე. გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. ჩემი პროექტისთვის შევქმენი შეფასების რუბიკა. გავეცანი კოლეგის მიერ შექმნილ შეფასების რუბიკებ, რომლებიც ძალიან მომეწონა. ვიმუშავე საპრეზენტაციო დოკუმენტზე, რომელიც ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.
დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.


მადლობა ქალბატონ ლიას და ტრენინგის მონაწილეებს საუცხოო დღისთვის.

Saturday, March 30, 2019

მეხუთე დღე

არაჩვეულებრივი იყო ტრენინგის მეხუთე დღე. განვიხილეთ საავტორო უფლებები. გავეცანით საქართველოს საავტორო ასოციაციის საიტს. ვიმუშავეთ საავტორო უფლებების ტესტზე. გავეცანით საძიებო სისტემებს. ვისაუბრეთ მოძიებული ინფორმაციის სანდოობაზე. ბოლოს ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.
მადლობა ქალბატონ ლიას საინტერესო დღისთვის.

Sunday, March 24, 2019

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო იყო.  მეოთხე დღეს ტრენინგზე გავეცანით შეფასების გეგმას, შეფასების დროის ჩარჩოს (შეფასების სტრატეგიებს), გავეცანით პროექტის მსვლელობის ეტაპებს: პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას, პროექტის დასრულების შემდეგ, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევქმენი ცხრილი, დიაგრამა, საპრეზენტაციო დოკუმენტი.
დღემ არაჩვეულებრივად და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ლიას.