ინტელის კურსის ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. დღევანდელ დღეს შევისწავლეთ მოდული 8. კერძოდ, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, პორტფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვა, პრეზენტაციის პრეზენტაცია. აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებული პრეზენტაციებით. ვფიქრობ, ქალბატონმა ლიამ გაწეული შრომის შედეგად საუცხოო შედეგები მიიღო.
კურსის ყველა წევს ვულოცავ ინტელის კურსის დასრულებას და ვუსურვებ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას საოცრად თბილი, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის.
Saturday, April 13, 2019
Sunday, April 7, 2019
მერვე დღე
უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა მერვე დღემ. გავეცანით მეშვიდე მოდულს, კერძოდ, ფასილიტაციას. შევქმენი ფასილიტაციის დოკუმენტი. ჩემი პორტფოლიო ავტვირთე Google Drive-ში. პროექტის პორტფოლიო გამოვაქვეყნე ბლოგზე. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლიას უდიდესი ყურადღებისათვის და გულისხმიერებისათვის.
Saturday, April 6, 2019
მეშვიდე დღე
მეშვიდე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო. განვიხილეთ მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით სხვადასხვა რესურსები. გავეცანით სასწავლო პროცედურებს.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას.
Sunday, March 31, 2019
მეექვსე დღე
დღეს ვიმუშავე მეხუთე
მოდულზე. გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. ჩემი პროექტისთვის შევქმენი შეფასების რუბრიკა. გავეცანი კოლეგის მიერ შექმნილ შეფასების რუბრიკებს, რომლებიც ძალიან მომეწონა. ვიმუშავე საპრეზენტაციო დოკუმენტზე, რომელიც ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.
დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად
ჩაიარა.
მადლობა ქალბატონ ლიას
და ტრენინგის მონაწილეებს საუცხოო დღისთვის.
Saturday, March 30, 2019
მეხუთე დღე
არაჩვეულებრივი იყო ტრენინგის მეხუთე დღე. განვიხილეთ საავტორო უფლებები. გავეცანით საქართველოს საავტორო ასოციაციის საიტს. ვიმუშავეთ საავტორო უფლებების ტესტზე. გავეცანით საძიებო სისტემებს. ვისაუბრეთ მოძიებული ინფორმაციის სანდოობაზე. ბოლოს ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე.
მადლობა ქალბატონ ლიას საინტერესო დღისთვის.
მადლობა ქალბატონ ლიას საინტერესო დღისთვის.
Sunday, March 24, 2019
მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო იყო. მეოთხე დღეს ტრენინგზე გავეცანით შეფასების გეგმას, შეფასების დროის ჩარჩოს (შეფასების სტრატეგიებს), გავეცანით პროექტის მსვლელობის ეტაპებს: პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას, პროექტის დასრულების შემდეგ, გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შევქმენი ცხრილი, დიაგრამა, საპრეზენტაციო დოკუმენტი.
დღემ არაჩვეულებრივად და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ლიას.
დღემ არაჩვეულებრივად და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ლიას.
Saturday, March 23, 2019
მესამე დღე
ტრენინგი ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდება. მესამე დღეს ტრენინგზე შევისწავლე საგნობრივი სტანდარტები, პროექტის სასწავლო მიზნები და მისაღწევი შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, როგორიცაა, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.
დღემ ძალიან მშვიდად და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ლიას და ჩემ კოლეგებს სასიამოვნო ატმოსფეროსთვის.
დღემ ძალიან მშვიდად და ნაყოფიერად ჩაიარა, რისთვისაც მადლობა ქალბატონ ლიას და ჩემ კოლეგებს სასიამოვნო ატმოსფეროსთვის.
Sunday, March 17, 2019
მეორე დღე
ვფიქრობ, ტრენინგის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგზე დავაკომენტარე კოლეგების მიერ დაწერილი პირველი დღის რეფლექსიები. გავეცანი ბუკლეტების შაბლონებს. მოვიძიე ინფორმაცია ინტერნეტის გამოყენებით და გავაკეთე ბუკლეტი.
ვფიქრობ, დღემ მშვიდად, კარგად ჩაიარა. მადლობა ტრენერს ქალბატონ ლიას.
ვფიქრობ, დღემ მშვიდად, კარგად ჩაიარა. მადლობა ტრენერს ქალბატონ ლიას.
Saturday, March 16, 2019
პირველი დღე
რეფლექსია
ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის ერთი თვალის გადავლებაც
კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ თითოეული წუთი, გატარებული ტრენერთან და მსმენელ პედაგოგებთან, არის სასიამოვნო.
ამ მხრივ, დღევანდელ დღეს ძალზე მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება, შევქმენი ახალი ბლოგი, გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს.
დღევანდელი დღის დადებით მხარედ მიმაჩნია, კერძოდ, ჩემ შემთხვევაში სპორტულ შემეცნებითი ოლიმპიადა 2019 მზადება და შემდგომ მონაწილეობა.
ჩემი მუშაობის ძლიერ მხარედ მიმაჩნია შეჯიბრებისათვის
მოსწავლეების მოსამზადებელი პროგრამის შედგენა, აზროვნების უნარი და ფსიქოლოგიური მზაობა.
ვფიქრობ, გეგმით გათვალისწინებული შედეგებს მივაღწევ და სამომავლოდ გავითვალისწინებ მცირეოდენ ხარვეზებსაც.
Subscribe to:
Posts (Atom)