Saturday, April 13, 2019

ინტელის ტრენინგის რეფლექსია

ინტელის კურსის ტრენინგი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო. დღევანდელ დღეს შევისწავლეთ მოდული 8. კერძოდ, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება, პორტფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვა, პრეზენტაციის პრეზენტაცია. აღფრთოვანებული დავრჩი ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებული პრეზენტაციებით. ვფიქრობ, ქალბატონმა ლიამ გაწეული შრომის შედეგად საუცხოო შედეგები მიიღო. 
კურსის ყველა წევს ვულოცავ ინტელის კურსის დასრულებას და ვუსურვებ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში. უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას საოცრად თბილი, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისათვის. 

Sunday, April 7, 2019

მერვე დღე

უაღრესად საინტერესოდ ჩაიარა მერვე დღემ. გავეცანით მეშვიდე მოდულს, კერძოდ, ფასილიტაციას. შევქმენი ფასილიტაციის დოკუმენტი. ჩემი პორტფოლიო ავტვირთე Google Drive-ში. პროექტის პორტფოლიო  გამოვაქვეყნე ბლოგზე. უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ლიას უდიდესი ყურადღებისათვის და გულისხმიერებისათვის.

ჩვენი სკოლის უკვდავი გმირი

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო. განვიხილეთ მოდული 6. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით სხვადასხვა რესურსები. გავეცანით სასწავლო პროცედურებს. 
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლიას.